ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი: „ხვიჩაზე წნეხი არ უნდა განვახორციელოთ"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 65 წლის იტალიელი, რომელიც ცენტრალური მცველი გახლდათ, სტუმრად Radio Marte-ში იმყოფებოდა და „კვარას“ შესახებაც ჰკითხეს.

„ზამბო ანგისა და ხვიჩა კვარაცხელია ჩინებული შენაძენები არიან. ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი ხასიათი აქვს, მაგრამ მასზე წნეხი არ უნდა განვახორციელოთ. ნაპოლიში ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელები გადმოვლენ, მაგრამ ინსინიესა და მერტენსის გოლების ჩანაცვლება მარტივი არ იქნება“.

ცნობისთვის, ბანიმ ხვიჩას შესახებ რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და განაცხადა: „ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც ყველას მოსწონს. იგი ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა. მართალია, სანაკრებო დონეზე ასპარეზობს, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ნაპოლიში როგორ ითამაშებს.ხვიჩაზე დასკვნას მოგვიანებით გამოვიტან და ჩემი აზრით, მან სასტარტო შემადგენლობაში უნდა იასპარეზოს. სატრანსფერო თანხას რაც შეეხება, ამ მხრივ ეს შესანიშნავი გარიგებაა“.

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალათბურთშიც შეუჩერებელია
„კალათბურთშიც შეუჩერებელია" - Football Italia ხვიჩას ვიდეოს გამოეხმაურა