კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

"ეს ის მბაპე არ არის, რომლის შეძენაც მინდოდა" - პერესმა ყველაფერი თქვა

ფლორენტინო პერესი თვლის, რომ კილიან მბაპემ „რეალში“ თამაშზე უარი სხვადასხვა მხრიდან ზეწოლის შედეგად თქვა.

მადრიდელთა პრეზიდენტმა ამ გახმაურებულ სატრანსფერო საგაზე ისაუბრა და მოვლენათა განვითარების შესახებ პრესას მოუყვა.

„მბაპემ მთელს მსოფლიოს გააცნო და გააგებინა თავისი სურვილისა და ოცნების შესახებ, რომ ეთამაშა მადრიდის რეალში. აგვისტოში ამის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. მათ ის არ გამოუშვეს.

ყველაფერს დიდი დრო დასჭირდა. 1 წელი ლოდინი მოგვიწია, გავიდა ეს წელიც და შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მოხდა, ასევე იყო ეკონომიკური ფაქტორიც. პსჟ-მ მას პრაქტიკულად არა მხოლოდ გუნდის ლიდერობა, არამედ მისი ხელმძღვანელობაც შესთავაზა. სწორედ ამ მომენტში დავინახეთ, რომ ეს ის მბაპე აღარ იყო, რომლის გაფორმებაც გვინდოდა. მან ზეწოლის შედეგად ოცნებები შეცვალა.

თუ ბავშვს დაურეკავს ქვეყნის პრეზიდენტი (ემანუელ მაკრონი), რა თქმა უნდა, ეს მასზე აისახება. ამან კილიანზე დიდი გავლენა მოახდინა. მაგრამ მას წარმატების მიღწევა რეალშიც შეეძლო, ისევე როგორც ზიდანს და ის მაინც იქნებოდა თავისი ქვეყნის სიამაყის წყარო.

ვფიქრობ, დედას სურდა, რომ მას რეალში ეთამაშა, რადგან ეს მისი პატარა ბიჭის ოცნება იყო. მასთან არ მისაუბრია, მაგრამ მეუბნებიან, რომ იგი მომხდარის გამო ნაწყენია. როცა გარემოებები იცვლება და ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მას პატივი უნდა სცე. ის 23 წლის არის და დიდი ზეწოლის ქვეშ იყო.

მან თავის გადაწყვეტილების შესახებ მესიჯი მომწერა და წარმატებები ვუსურვე. ამ დროისთვის ჩვენ მისით აღარ ვართ დაინტერესებულნი., რადგან რეალის ისტორიაში არც ერთი ფეხბურთელი არ ყოფილა კლუბზე მაღლა. არ ვაპირებთ გამონაკლისის დაშვებას და არასწორი მენეჯმენტით გარისკვას.

ეს ის მბაპე არ არის, რომელიც მე მინდოდა. მაგრამ თუ ის შეიცვლება... ცხოვრებამ შესაძლოა ათასჯერ შემოგაბრუნოს. ის დააბნიეს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მას საუკეთესოს ვუსურვებ, ცუდი არაფერი მინდა. მე მხოლოდ ოცნებების მჯერა.

მადრიდელები იმედგაცრუებულები დარჩებიან, მაგრამ მბაპე, რომელსაც რეალში მოსვლა სურდა, ეს ის მბაპე არ ყოფილა. მე არასოდეს მითქვამს, რომ ეს სამუდამოდ დასრულდა. სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს“.

- განაცხადა პერესმა El Chiringuito-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანჩესი: მბაპეს რეალისთვის უარი არ უთქვამს, მათ მოცდა სთხოვა
სანჩესი: მბაპეს რეალისთვის უარი არ უთქვამს, მათ მოცდა სთხოვა