რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ბარსა ახალ წინადადებას ამზადებს - ლევანდოვსკისთან შეთანხმება ძალაში რჩება

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ''ბარსელონა'' რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე ახალ ოფიციალურ წინადადებას ამზადებს. ''ბარსას'' პრეზიდენტს, ხუან ლაპორტას ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავისთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, რაც მხარეებს იმ კუთხით ეხმარება, რომ სიტყვიერი შეთანხმება ძალაში რჩება.

პოლონელი ფორვარდისთვის პრიორიტეტად ''ბარსელონა'' რჩება, ალტერნატიული ვარიანტებია ''ჩელსი'' და პსჟ.

ამ ეტაპზე ''ბარსელონას'' ფინანსური საკითხი აქვს მოსაგვარებელი. სწორედ ამიტომ, ლევანდოვსკის ტრანსფერი ჭიანურდება.

კატალონიური გრანდის ასამბლეამ BLM-ს 49.9%-ის (  Barca Licensing and Merchandising ) გაყიდვას მხარი დაუჭირა. ასევე, კლუბის სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაც დაამტკიცეს, რაც ჯამში „ბარსას“ 700-800 მილიონ ევროს მოუტანს. მათი ვალი ამჟამად 500 მილიონია. კატალონიელები ამ ოპერაციების გაოფიციალურების შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდებიან და პირველ რიგში მათი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკი და ჟიულ კუნდე იქნებიან.

33 წლის ლევანდოვსკის მოქმედ კლუბ მიუნხენის ''ბაიერნთან'' კონტრაქტი 2024 წლის პირველ ივლისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: ჩვენს ადგილას ნებისმიერი სხვა კომპანია უკვე დაშლილი იქნებოდა
ლაპორტა: ჩვენს ადგილას ნებისმიერი სხვა კომპანია უკვე დაშლილი იქნებოდა