საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, იტალიის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველო v იტალია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ივლისში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამ ტესტ-მატჩს გამართავს. 3 ივლისს ბორჯღალოსნები ქუთაისში „აია არენაზე“ არგენტინა VX-ს შეხვდებიან. 10 ივლისს ბათუმის ახალ სტადიონზე იტალიის მორაგბეთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, 16 ივლისს კი ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს კვლავ ქუთაისში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ცოტა ხნის წინ სამივე მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში დაიწყო. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა პლატფორმა TKT.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

რაც შეეხება ფასებს:

საქართველოსა და არგენტინა VX-ის მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10, 15 და 20 ლარი იქნება. იტალიის წინააღმდეგ ბილეთის მინიმალური ფასი 20 ლარი იქნება, მაქსიმალური კი 100 ლარი. ამის გარდა, იქნება 40 და 70-ლარიანი ბილეთებიც. პორტუგალიის წინააღმდეგ კი ფასი კვლავ 10, 15 და 20 ლარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - შავი ლომი ფლეი-ოფში გავიდა
მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - შავი ლომი ფლეი-ოფში გავიდა