საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ბარბაროსები, ბექა გიგაშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი ბარბაროსებში! - გიგაშვილი მსოფლიო ნაკრებში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი, ბექა გიგაშვილი „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ითამაშებს. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, მსოფლიოს უძველესმა კლუბმა დავით ნინიაშვილის შემდეგ თავის შემადგენლობაში გიგაშვილის მიწვევაც გადაწყვიტა.

ამრიგად, ბექა გიგაშვილი მე-11 ქართველი იქნება, რომელიც „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ითამაშებს.

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ლეგენდარული კლუბი 19 ივნისს ინგლისის ნაკრებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილის და გიგაშვილის გარდა „ბარბაროსებში“ დავით ქუბრიაშვილს, დავით კაჭარავას, გოდერძი შველიძეს, მამუკა გორგოძეს, გიორგი ხარაიშვილს, დავით ზირაქაშვილს, კოტე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილს და ანტონ ფეიქრიშვილს უთამაშიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი აღიარება - კიდევ ერთი ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ტურნირების ფინალში
მორიგი აღიარება - კიდევ ერთი ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ტურნირების ფინალში