მადრიდის რეალი, მარსელო
Aa
Aa

"მომავლის არ მეშინია, ისტორია უკვე დაწერილია" - მარსელო რეალს დაემშვიდობა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარსელომ მადრიდული კარიერა დაასრულა. დღეს, ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა „რეალის“ საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან ისაუბრა და გუნდს დაემშვიდობა.

მარსელო:

„გამიხარდება, თუ ჩემი ტიტულის რაოდენობის შედეგს ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი ან ნებისმიერი სხვა გააუმჯობესებს. თავს, როგორც ლეგენდა არ ვგრძნობ. „რეალის“ დატოვება პრობლემა არ არის. ცხოვრება აქ არ მთავრდება. პრეტენზია არ მაქვს და არ ვამბობ, რომ ჯანდაბა აქ კიდევ 1 წლით მინდოდა დარჩენა. „რეალს“ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. სიბრალულის გამო აქ კიდევ 1 წლით დარჩენა არ მინდოდა.

მწვრთნელებთან ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია მქონდა. ზიდანსაც და ანჩელოტისაც ვუთხარი, რომ მეტი თამაში მსურდა. იცით რატომ? ამას ვგრძნობ. ენერგია ისევ მაქვს, მაგრამ ყველა ინდივიდუალურად აფასებს სიტუაციას. აქედან, როგორც თავმდაბალი ფეხბურთელი ისე მივდივარ. 5 ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. მართალია ბოლო ფინალში არ მითამაშია, მაგრამ თავს მნიშვნელოვნად არ ვგრძნობდი. ფინალამდე როდრიგოს და ფედე ვალვერდეს ველაპარაკე. მე ისინი გავამხნევე და ამით თავი ისევ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვიგრძენი.

ბევრს არასდროს ვფიქრობდი. ჩემი მიზანი ყოველთვის წარმატება იყო. მადრიდში ჯადოსნური ღამეები გავატარე. გამიმართლა, რომ „რეალში“ ვითამაშე და ტრავმებს დიდად არასდროს შევუწუხებივარ. მადრიდზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ გუნდის აღზრდილი ვარ, რადგან აქ 18 წლის ასაკში მოვედი. აქ გადმოსვლისას ამბობდნენ, რომ კარლოსის ჩამნაცვლებელი მოდიოდა. არ მიყვარს, როცა მას მადარებენ, რადგან ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველი რობერტოა. მე სულ მინდოდა, რომ უბრალოდ მარსელო ვყოფილიყავი და აქ ჩემი ისტორია დავწერე.

ამ წლების განმავლობაში სულ ვიღიმებოდი. რა თქმა უნდა, პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიღიმოთ და გზა გავაგრძელოთ. კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ მაღალ დონეზე თამაში ისევ შემიძლია. მომავალზე ბევრს არ ვფიქრობ. ახლა ყველაზე რთული დამშვიდობებაა. „რეალის“ მაისურის ჩაცმა კი ყველაზე ლამაზი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. მომავლის არ მეშინია, რადგან ისტორია უკვე დაწერილია..

საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ ცრემლის გარეშე ვისაუბრებდი.. მსურს მადლობა გადავუხადო კლუბს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და ყველას, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი ამ წლების განმავლობაში."

მარსელოს კარიერა „რეალში“

„მარსელიტო“ „სამეფო კლუბს“ 2007 წელს შეუერთდა და ძალიან მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა „რეალთან“ ერთად 15 წლის განმავლობაში ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

აღსანიშნავია, რომ მარსელო „ბლანკოსის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 25 ტიტულია. ასეთი მაჩვენებელი „რეალის“ ისტორიაში არავის აქვს.

ასევე გეტყვით, 2007 წლიდან დღემდე მარსელომ მადრიდელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 545-ჯერ მოირგო, 38 გოლი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები