რაიან გრავენბერხი
Aa
Aa

"გარიგება დავასრულეთ" - ბაიერნმა გრავენბერხის ტრანსფერი დაადასტურა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ რაიან გრავენბერხის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„რაიანმა კონტრაქტი გააფორმა. ჩვენ დავასრულეთ გარიგება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ის აქ არის და შეუძლია ჩვენს გუნდთან მუშაობა დაიწყოს.

ის ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია, ყველას სურდა მისი გაფორმება“,

- განუცხადა Bild-ს ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ტრანსფერის შემდეგ კომენტარი თავად ნიდერლანდელმაც გააკეთა:

„ბაიერნი დიდი კლუბია და ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებას შევძლებ. სწორედ ამის მოლოდინი მაქვს და მოხარული ვარ, რომ მიუნხენში ვიმყოფები“.

რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, 20 წლის გრავენბერხმა „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ჯერჯერობით მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა.

ერედივიზიონის გასულ სეზონში გრავენბერხმა 30 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მწვრთნელი არ უნდა ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება'' - გახოკიძე ჩაკვეტაძეზე
''მწვრთნელი არ უნდა ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება'' - გახოკიძე ჩაკვეტაძეზე