დარვინ ნუნიესი
Aa
Aa

სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ნუნიესი ლივერპულს უახლოვდება

ფაბრიციო რომანოს ცნობით, დარვინ ნუნიესი ''ლივერპულში'' გადასვლასთან ახლოსაა. მერსისაიდელები ''ბენფიკას'' სიტყვიერად შეუთანხმდნენ. მოლაპარაკების მიხედვით, ინგლისური კლუბი ნუნიესის ტრანსფერში 80 მილიონ ევროს გადაიხდის, პლუს 20 მილიონი ევრო ბონუსების სახით.

ურუგვაელი ფორვარდი ''ლივერპულთან'' ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელი კლუბს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ნუნიესის ანაზღაურება კვირაში 250 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, ოფიციალური შეთავაზების გაკეთებამდე „ბენფიკას“ ფეხბურთელი, დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ გადასვლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. Athletic-ის ინფორმაციით, მერსისაიდულმა კლუბმა და ახალგაზრდა შემტევმა საერთო ენა გამონახეს და პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ნუნიესმა „ბენფიკას“ მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, 22 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით მადრიდის „ატლეტიკოც'' დაინტერესებული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები