ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

რთული მეტოქე პირველივე წრეში - ბასილაშვილი ჰალეში ითამაშებს

საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონის დროა. 13 ივნისს ჰალეს 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი დაიწყება, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს. ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებაში პირველივე წრეში ჩაერთვება და საკმაოდ რთული მეტოქეც შეხვდა.

ბასილაშვილი ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ეს მოთამაშეები გასული წლის ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც სამწუხაროდ „ჩვენებური“ დამარცხდა.

ცნობისთვის, ეს მოთამაშეები ერთმანეთს ისტორიაში ხუთჯერ შეხვდნენ. 5-დან 3 გამარჯვება რუბლევზე მოდის, ხოლო ორჯერ ნიკოლოზმა მოიგო. ასევე გეტყვით, ამ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ოსკარ ოტესა და მიომირ კეჩმანოვიჩს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა უკანასკნელად შტუტგარტის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც მეორე წრეში ნიკ კირიოსთან სამ სეტში 7:6 4:6 3:6 დამარცხდა. ამ მომენტისთვის კი ბასილაშვილს ATP რეიტინგში 1628 ქულა აქვს და 25-ე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები