ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

არის - ატაცში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ცოცხალი ლეგენდა ქართველი ლაშა ტალახაძე გამოვიდა, რომელმაც ატაცში პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი უპრობლემოდ აწია. 

ტალახაძემ მეორე მისვლაზე 212 კილოგრამი მოითხოვა, რომელიც კვლავ დაბრკოლებების გარეშე გადალახა და ატაცში ოქროს მედალს დაესაკუთრა. ამ შედეგით, ქართველმა ძალოსანმა ლალაიანს და მინასიანს უპრობლემოდ აჯობა. ვარაზდატი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო გორ მინასიანი ბრინჯაოს.

მესამე მისვლაზე ლეგენდარულმა ქართველმა 217 კილოგრამი აწია და აკვრის წინ შესანიშნავი უპირატესობა შეიქმნა. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემდე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 მედალი მოიპოვეს. შოთა მიშველიძემ (67 კგ.), გიორგი ჩხეიძემ (109 კგ.) და კახი ასანიძემ (74 კგ.) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, რეზი დავითაძის (89 კგ.) აქტივში კი ბრინჯაოს მედალია.

ასევე გეტყვით, ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეექვსედ გახდა.

ცნობისთვის, ლაშა ტალახაძეს აკვრაში, რომელიც სულ ცოტა ხანში დაიწყება პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი აქვს შეკვეთილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები