მარსელო
Aa
Aa

''მე-5 ტრიუმფი, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი'' - მარსელომ წასვლა დაადასტურა

ბრაზილიელი მარსელო მადრიდის ''რეალს'' ზაფხულში დატოვებს. ფეხბურთელმა ინფორმაცია ''ლივერპულთან'' გამარჯვების შემდეგ დაადასტურა. 34 წლის მარცხენა მცველმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ''სამეფო კლუბთან'' ერთად მეხუთედ მოიგო. 

''ლივერპულთან'' გამარჯვების შემდეგ მარსელო მედიას ესაუბრა:

''ვგრძნობ დიდებულ სიხარულსა და ემოციას. ასეთი სეზონი გამოვიდა და ჩვენ ეს დავიმსახურეთ. უცნაური მომენტია ჩემს თავში. ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოვიგეთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ამას შევძლებდით.

ამ წარმატებისთვის გუნდთან ერთად თითოეული მოთამაშე ვიბრძოდით. ეს მომენტი ახალგაზრდა ბიჭებისთვისაა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგეს და ამ ტიტულისთვის მომწიფებულები არიან. ეს გიჟური მომენტია, ჩვენ უნდა მივულოცოთ ქომაგებს, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ''.

2007 წელს ''ფლუმინენსედან'' მადრიდის ''რეალში'' გადაბარგებულმა მარსელომ ''რეალთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა შემდეგ სეზონებში მოიგო: 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2021–22.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადამყიდველები და ყალბი ბილეთები - რატომ დაგვიანდა ფინალის დაწყება?
გადამყიდველები და ყალბი ბილეთები - რატომ დაგვიანდა ფინალის დაწყება?