პაულო დიბალა, ფრანჩესკო ტოტი
Aa
Aa

ტოტი: შევეცდები დიბალა რომაში გადმოსვლაში დავარწმუნო

პაულო დიბალას ტურინული კარიერა, რომ დასრულდა ეს სერია ა-ს გასულ ტურში გახდა ცნობილი.

ამჟამად, თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე არგენტინელის გადასაბირებლად გრანდებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული.

ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი დიბალას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს, რათა „ლა ხოია“ „რომაში“ გადასვლაში დაარწმუნოს.

„ვნახოთ, შემიძლია თუ არა მისი რომში ჩამოყვანა. ორშაბათს შევხვდებით, ვეცდები დავარწმუნო.

სამუელ ეტოოს საქველმოქმედო მატჩზე მილანში ვიქნებით, ერთად ვითამაშებთ, რჩევას მივცემ.

ვეცდები მას რაღაც გადავცე, იმედია გამოვა. ეს იმ შემთხვევაში, თუ რომა დამეთანხმება“,

- განაცხადა ტოტიმ.

დიბალა პირადად მოურინიოსაც სურს

Football Italia წერს, რომ დიბალა პირადად ჟოზე მოურინიოს სურს და გუნდის ხელმძღვანელობას მისი გადაბირება მოსთხოვა. პორტუგალიელ სპეციალისტს ნიკოლო ძანიოლოს ჩანაცვლება უნდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ „ჯალოროსიდან“ აბარგებას აპირებს.

პირველ რიგში, რომაული კლუბის ხელმძღვანელობას დიბალას ხელფასის დაკმაყოფილება მოუწევს, რომელიც 15 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერესმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მბაპე რეალში აღარ გადავა
პერესმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მბაპე რეალში აღარ გადავა