რობერტ ლევანდოვსკი, ტომას მიულერი
Aa
Aa

"კონტრაქტი 2023 წლამდეა, ყველაფერი ბაიერნის ხელშია" - მიულერი ლევანდოვსკიზე

ტომას მიულერმა რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„ვნახოთ რა იქნება. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი. ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ბაიერნის ხელშია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ის დარჩეს, მაგრამ ყველას გვესმის სიტუაცია“.

- გააგრძელებს თუ არა ლევანდოვსკი მაღალ დონეზე თამაშს, თუ ზაფხულში არ წავა?

„ლევი უმაღლესი დონის პროფესიონალია. როცა მოედანზე ხარ, განსაკუთრებით, როგორც თავდამსხმელი, გინდა კარგად ითამაშო“,

- ამბობს მიულერი Sky Germany-ს.

როგორც ჩანს, გერმანელი შემტევი კლუბის პრეზიდენტის ჰერბერტ ჰაინერის პოზიციას იზიარებს, რომელმაც განაცხადა, რომ პოლონელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და მის ამოწურვამდე ვერსად წავა.

როგორც Bild-მა დაწერა, კლუბის მმართველი საბჭო თვლის, რომ უმჯობესია პოლონელს წასვლის საშუალება მისცენ.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ ახალი 2-3 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა კლუბმა მას საერთოდ არაფერი შესთავაზა. პარალელურად კი ერლინგ ჰოლანდის შეძენა სცადეს, რამაც პოლონელს გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადააწყვეტინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გიგანტი ქართველის შემდეგ მეორე არჩევანია" - სილესენი ვალენსიას დატოვებს