ბრიტნი გრინერი
Aa
Aa

პატიმრების გაცვლა? რუსეთი აშშ-ს კალათბურთელის სანაცვლოდ ბიზნესმენს სთხოვს

ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი რუსეთში პატიმრობაში იმყოფება.

გრინერი 17 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად საზღვარზე ნარკოტიკების გადატანა ედება.

რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა 31 წლის სპორტსმენი, რომელიც ნიუ-იორკიდან მოსკოვში ჩაფრინდა, ნარკოტრაფიკში დაადანაშაულა. კერძოდ, ბარგის დათვალიერებისას, მასში აღმოჩენილია ელექტრონული სიგარეტის ვაზნები, რომელიც შეიცავს ჰაშიშის ზეთს.

თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკელი კალათბურთელი რუსეთში უკანონოდ დააკავეს. ამერიკის ხელისუფლებამ სპორტსმენი მძევლად აღიარა და რუსეთის ფედერაციას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად აშშ-ს ჩარევისა, რუსეთმა უარი თქვა გრინერის გათავისუფლებაზე. ის პატიმრობაში დარჩება სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.

თუ ბრიტნი დამნაშავედ ცნეს, მას 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გრინერი არის WNBA-ს ყოფილი კალათბურთელი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად (2016, 2020). ის რუსეთში 2016 წლიდან თამაშობს და „ეკატერინბურგის“ ღირსებას იცავს, რომელიც რუსეთის ფედერაციის და ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრინერი შესაძლოა რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტში გაცვალონ, რომელიც 25-წლიან სასჯელს იხდის შეერთებულ შტატებში იარაღის უკანონო ვაჭრობისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიყიდვის გამო),

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბუტის გრინერში გაცვლის თაობაზე“,

- წერს fine-news-ი.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი 2008 წელს დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გიგანტი ქართველის შემდეგ მეორე არჩევანია" - სილესენი ვალენსიას დატოვებს