ნგოლო კანტე
Aa
Aa

კანტე ოლდ ტრაფორდზე? - ტენ ჰაგმა პირველი ტრანსფერი დაგეგმა

''მან. იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის რანგში ერიკ ტენ ჰაგი პირველ ტრანსფერად ნ'გოლო კანტეს გადაბირებას გეგმავს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რალფ რანგნიკს ნიდერლანდელი შეცვლის, რომლის უპირველესი მიზანი ფრანგი საყრდენის დამატებაა. ინფორმაციას ''მირორი'' ავრცელებს.

ნ'გოლო კანტეს ''ჩელსისთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი დაინტერესებულ კლუბთან მოლაპარაკებისთვის და ახალი გამოწვევისთვის მზად აღმოჩნდეს.

''ბულონისა'' და ''კაენის'' ექს-ფეხბურთელმა სახელი 2015-16 წლების სეზონში ''ლესტერში'' გაითქვა, როცა ''მელიებმა'' პრემიერ ლიგა პირველ ადგილზე დაასრულეს. 2016 წლიდან კანტე ''არისტოკრატებში'' თამაშობს, რომლის რიგებში პრემიერ ლიგა (2016-17), ჩემპიონთა ლიგა (2020-21), ევროპა ლიგა (2018-19) და სხვა ტურნირები მოიგო. 

2018 წლის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მიმდინარე სეზონში ნ'გოლო კანტემ ყველა ტურნირის ჩათვლით 40 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 2 გოლი და 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება დაწყებულია - ბაიერნს დემბელე მოუნდა
მოლაპარაკება დაწყებულია - ბაიერნს დემბელე მოუნდა