კამავინგა: ტერფი მომტყდება, თუ მე იმავეს ვცდი, რასაც მოდრიჩი აკეთებს
Aa
Aa

კამავინგა: ტერფი მომტყდება, თუ მე იმავეს ვცდი, რასაც მოდრიჩი აკეთებს

მადრიდის „რეალის“ უნიჭიერესმა ნახევარმცველმა 19 წლის ედუარდო კამავინგამ AS-თან საუბრისას თავისი ხანმოკლე მადრიდული კარიერიდან თავისი შეხედულებები გააზიარა:

პირველი ვარჯიში რეალში:

„ჩემს პირველ ჯგუფურ სესიაზე საკუთარ თავს ვუთხარი: „ედუარდო, ეცადე, რომ მოედნის ცენტრში ძალიან ნუ იმოქმედებ". შემიძლია გითხრათ, რომ თავიდანვე წარუმატებლად დავიწყე (იცინის). გამიკვირდა, თუ რა სისწრაფით ხდებოდა ყველაფერი“.

ურთიერთობა ვეტერანებთან:

„გულახდილად გითხრათ, ყველამ თავი კომფორტულად მაგრძნობინა, გამონაკლისის გარეშე. ასევე, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მეგობრული და გახსნილი ვარ, არა? როდესაც შეკითხვა მაქვს, ვსვამ. იქნება ეს ტონი (კროოსი), ლუკა (მოდრიჩი) ან სხვა. და, რა თქმა უნდა, როცა ხალხთან მიდიხარ, ისინი უფრო ადვილად მოდიან შენთან“.

მოდრიჩის შესახებ:

„ეს არის შესაძლებლობა ვისწავლო და ყველაფერი გავიზიარო ამ მოთამაშეებთან ერთად. ლუკას აქვს ინსტინქტი, ხედვა... მას ოქროს ბურთი ტყუილად არ მოუგია. ის გარკვეულ მოქმედებებს ფეხის გარე ტერფით აკეთებს, უჰ... თუ მე იმავეს ვცდი, ტერფი მომტყდება (იცინის). როგორც თავს იცავს, ისე უტევს, ამიტომ მისი მოძრაობა შთამაგონებელია“.

კროოსის შესახებ:

„ტონი გიჟურ პასს აკეთებს. უყურებ თამაშებს, მაგრამ ვარჯიშზე ეს კიდევ უფრო „უარესია“. მერე ვუყურებ და მინდა იგივე გავაკეთო."

კაზემიროს შესახებ:

„კაზე, როდესაც მე 6 ნომერზე ვთამაშობ, ის მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო. და, უპირველეს ყოვლისა, არ მივიღო გადაწყვეტილება ძალიან მალე, რომ შემდეგ თამაშის რიტმის შეცვლა არ მომიწიოს“.

ევოლუცია:

„სანამ თავდაცვით სამუშაოებს საერთოდ არ ვასრულებდი, ჰკითხეთ მატიე ლე სკორნეს (რენში მისი ტრანსფერის შემოქმედი), მაგრამ მას შემდეგ, რაც რენში გადავედი, თავდაცვითი სამუშაოს შესრულება გიჟივით დავიწყე. მან მე მხოლოდ ბიძგი მომცა. შემდეგ სხვა მოთამაშე გავხდი. აქ ყველაფერი შეიცვალა. პრესინგი ადრენალინს მაძლევს. მუცლის არეში იმ შიშის შეგრძნება აღარ მქონია, როდესაც რაიმეს არასწორად გაკეთების დროს მეშინოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ბენზემა დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია
ანჩელოტი: ბენზემა დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია