რანიერი "ნანტიში" დაინიშნა
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება.
65 წლის რანიერი მომავალი 2 სეზონის მანძილზე ფრანგული „ნანტის“ თავკაცი იქნება.
იგი „ლესტერიდან“ თებერვალში გაუშვეს. გვახსოვს, რომ „მელიებმა“ პრემიერ ლიგის ისტორიული ჩემპიონობა სწორედ იტალიელის ხელმძღვანელობით მოიპოვეს.