ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჩვენთან მისგან პელე გამოიყვანეს" - რუსი სელექციონერი ხვიჩაზე

რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა, პაველ სტიპიდიმ, რომელსაც „სოკოლში“, „ანჟისა“ და „ტერეკში“ უმუშავია, სერია A-სა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სტიპიდიმ იტალიის ჩემპიონატის დონე შეაფასა და „კვარას“ „ნაპოლიში“ ტრანსფერს გამოეხმაურა.

„შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს და ნახეთ რად იქცა. წაიკითხეთ იმ ფეხბურთელების კომენტარები, რომლებიც წარსულში სერია A-ში თამაშობდნენ. ისინი ამბობენ, რომ იტალიის ჩემპიონატი ფსკერზე იმყოფება და მათ პოზიციას ვიზიარებ. როცა გუნდებში 36, 38 და 42 წლის ფეხბურთელები თამაშობენ, ფეხით მოსიარულეთა ჩემპიონატთან გვაქვს საქმე.

მიუხედავად ამისა, კვარაცხელია იტალიაში ათამაშებას და თავის გამოჩენას მაინც ვერ შეძლებს, რადგან როგორც ადრე ვთქვი, იგი საქართველოს ჩემპიონატის დონის ფეხბურთელია. რუსეთში მან ცოტათი გაანათა და მალევე ჩაქრა. ჩვენმა ჟურნალისტებმა მისგან პელე გამოიყვანეს, არადა მალევე ჩაქრა. თუ ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია, ხელს ვინ უშლიდა? და სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ ნაპოლიში მართლა გადავიდეს.“

გეტყვით იმასაც, რომ გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა. პირველ ადგილზე კვლავინდებურად ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება, თუმცა „კვარა“ 1 მილიონი ევროთი გაიაფდა და მისი ფასი 15 მილიონი ევროა.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მომდევნო მსხვერპლი ხარ“ - თოფურიასა და ევლოევის დაპირისპირება გრძელდება
„ჩემი მომდევნო მსხვერპლი ხარ“ - თოფურიასა და ევლოევის დაპირისპირება გრძელდება