მადრიდის მასტერსი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

კარლოს ალკარასი მადრიდის მასტერსის ჩემპიონია

19 წლის ესპანელი ჩოგბურთელის, კარლოს ალკარასის მადრიდული ზღაპარი ჩემპიონობით დასრულდა.

მადრიდის მასტერსის ფინალში ალკარასი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველასთვის მოულოდნელად მარტივი გამარჯვება მოიპოვა. 19 წლის ჩოგბურთელმა ზვერევს ორ სეტში - 6:3. 6:1 მოუგო და კარიერის განმავლობაში მეორედ მოახერხა მასტერსის ჩემპიონობა. პირველად ალკარასმა გამარჯვება მაიამის მასტერსზე შეძლო.

ალკარასი v ზვერევი - საუკეთესო მომენტები

საგულისხმოა, რომ კარლოს ალკარასმა კარიერაში ATP-ის ეგიდით მეხუთე ფინალი ითამაშა და ხუთივე შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა, მიმდინარე წელს კი მან მეოთხე ტურნირი მოიგო. მომავალი კვირიდან ესპანელი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში სავარაუდოდ მე-6 პოზიციაზე აიწევს და პირად რეკორს გააუმჯობესებს.

ცნობისთვის, ფინალამდე ალკარასმა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომის მასტერსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
რომის მასტერსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია