ჩუამენი ენფლიდზე? - ფრანგს რეალი და პსჟ-ც უმიზნებენ
Aa
Aa

ჩუამენი ენფლიდზე? - ფრანგს რეალი და პსჟ-ც უმიზნებენ

Telefoot-ის ცნობით, ''მონაკოს'' ნახევარმცველის, აურელინ ჩუამენის გადაბირებისთვის ბრძოლაში ''ლივერპული'' ფავორიტია. საფრანგეთის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდის ''რეალსაც'' სურს, თუმცა ''მერსისაიდელები'' მოლაპარაკებაში უფრო წინ წავიდნენ.

გასულ თვეში ''მარკა'' იუწყებოდა, რომ „რეალის“ სამიზნე ჩუამენი იყო. მონეგასკები 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 50-70 მილიონ ევროს ითხოვენ. ჩუამენის დამატების იმედი პსჟ-ს მმართველებსაც აქვთ, მაგრამ უკანასკნელ საათებში ინგლისური გუნდი ყველაზე მეტად აქტიურობს.

ჩუამენი ''ბორდოს'' აღზრდილია, 2020 წლის ზამთარში ''ბორდოდან'' ''მონაკოში'' გადავიდა, კლუბთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში იწურება.

მიმდინარე სეზონში ჩუამენმა ყველა ტურნირის ჩათვლით 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. ლიგა 1-ში ყოფილ კლუბს, ''ბორდოს'' გაუტანა, სეზონის დასკვნით ტურში კი ''ლილისთან'' ორი გოლით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები