გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი
Aa
Aa

ბორდალასი: „ზაფხულში რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი წავა, გუნდს გაძლიერება სჭირდება"

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. ესპანელმა განაცხადა, რომ „ღამურები“ საუკეთესოთა შორის უნდა იყვნენ და ამისთვის, შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო.

„კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და მომდევნო სეზონში ვალენსიას მთავარი მწვრთნელი ვიქნები. კოპა დელ რეის ფინალში გასვლის მიუხედავად, არის პოზიციები, რომლებიც გასაძლიერებელი გვაქვს, რადგან ფაქტია, რომ ევროტურნირების საგზურისთვის ვერ ვიბრძოლეთ, არადა ვალენსია ამას ნამდვილად უნდა აკეთებდეს.

გუნდს გაძლიერება სჭირდება. ვალენსია საუკეთესოთა შორის უნდა იყოს და რეალობა ისაა, რომ მიმდინარე სეზონში კლუბმა ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა. კლუბის დირექტორთა საბჭომ შემატყობინა, რომ ზაფხულში გუნდს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დატოვებს და ამას უკვე შევეგუე. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მათი შემცვლელების მოყვანაა, რომლებიც ვალენსიას დონის მოთამაშეები იქნებიან. მომდევნო სეზონში ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლა მინდა და იმედია, კლუბსაც იგივე მიზნები აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს გამართავენ და სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა - შენგელია იტალიაში რჩება
ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა - შენგელია იტალიაში რჩება