ჩემპიონთა ლიგა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

„ღმერთმა შემომხედა და მითხრა, რომ ჩემი დღე იყო“ - როდრიგო

ჩემპიოთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის საპასუხო მატჩში მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 3:1, ორი მატჩის ჯამში კი 6:5 დაამარცხა.

„სამეფო კლუბს“ მხსნელად როდრიგო გოეში მოევლინა. 90-ე წუთამდე, როდესაც მადრიდული გუნდი 0:1 მარცხდებოდა,  ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დუბლის შესრულება შეძლო და მატჩი დამატებით ტაიმებში გადაიყვანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ როდრიგომ UEFA-სთან მცირე კომენტარი გააკეთა.

„ვერ ვხსნი რა მოხდა. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. ღმერთმა შემომხედა და მითხრა, რომ ჩემი დღე იყო“, - ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს UEFA.com-ი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს“ შეხვდება. მატჩი 28 მაისს, „სტეიდ დე ფრენცზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი - მანჩესტერ სიტი: მატჩის შემდეგ
რეალი - მანჩესტერ სიტი: მატჩის შემდეგ