Marca:
Aa
Aa

Marca: "რეალი" და ზიდანი გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ!

მადირდული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "რეალი" ზინედინ ზიდანს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.

"ზიზუს" კლუბთან ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები მას კიდევ ორი წლით, 2020 წლის ზაფხულამდე გააგრძელებენ.

ფრანგი სპეციალისტის ხელფასიც გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა თანხაზე იქნება საუბარი.

ზიდანი "რეალის" თავკაცი 2016 წლის იანვარში გახდა და მას შემდეგ ორჯერ "ჩემპიონთა ლიგა" და ლა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები