"ლაციომ" სიმონე ინძაგის გარჯა დაუფასა
იტალიურმა "ლაციომ" თავის თავკაც სიმონე ინძაგის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ინძაგი "ბიანკოჩელესტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.
"ლაციომ" სერია ა-ს გასულ გათამაშებაში მე-5 ადგილი დაიკავა და "ევროპა ლიგის" საგზური მოიპოვა.
ინძაგიმ რომაული კლუბი 2016 წლის ივლისში ჩაიბარა.
იგი დედაქალაქელთა რიგებში ფეხბურთელობისას 1999-2010 წლებში თამაშობდა.