ეკატერინე გორგოძე ბელინცონას ტურნირის ფინალშია
ეკატერინე გორგოძე (WTA. 121) ბელინცონაში მიმდინარე ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ნახევარფინალში ბოსნია - ჰერცეგოვინას წარმომადგენელი (WTA. 209) საკმაოდ მარტივ ბრძოლაში, 2 სეტში (7-5, 6-1) დაამარცხა.
ეკატერინე გორგოძისა და დეა ჰერძელასის დაპირისპირება 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
ITF W60 Bellinzona - Clay (Semifinal)
— TENIPO - Tennis Livescore (@TENIPOcom) April 16, 2022
Ekaterine Gorgodze (GEO) def. Dea Herdzelas (BIH)
7-5 6-1
ამ ეტაპზე ჯერ არ გარკვეულა თუ ვინ იქნება გორგოძის მეტოქე ფინალურ ბლოკში. რუსი ანა ბლინკოვასა (WTA. 136) და კვიპროსის წარმომადგენლის, რალიუკა სერბანის (WTA. 294) შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე, ეკატერინე რუს ერიკა ანდრეევას დაუპირისპირდა და 3 სეტიან შეხვედრაში დაამარცხა (7-5, 4-6, 6-2).