„მეტოქეები უფრო სცემენ პატივს, ვიდრე პორტუგალიელები“ | რონალდუმ მელოს მიმართვა მოიწონა
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფელიპე მელომ, კრიშტიანუ რონალდუს სკანდალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მელომ პარალელი ლიონელ მესისთან და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებთან გაავლო:
„ძალიან დიდი განსხვავებაა იმაში, თუ როგორ ექცევიან პორტუგალიელი თანაგუნდელები რონალდუს და როგორ ექცევიან არგენტინელი მოთამაშეები ლიონელ მესის. მეტი პატივისცემა ჩანს მეტოქეებისგანაც კი, როდესაც ისინი კრიშტიანუს წინააღმდეგ თამაშობენ.
რასმუს ჰოილუნდი ჟორჟე ჟეზუშზე ძალიან გაბრაზდა, რადგან რონალდუ მისი საფეხბურთო კერპია. მეტოქეების მხრიდან მეტი პატივისცემაა, ვიდრე პორტუგალიის ნაკრებიდან. ეს არასწორია, რადგან რონალდუს დონეს ვერავინ აღწევს. არ შეიძლება, უფლება მისცე მას ისე წავიდეს, თითქოს არაფერი მომხდარა“.
მელოს კომენტარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და რონალდუმდეც მიაღწია. კრიშტიანუმ ის მოიწონა კიდეც და საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. სხვათა შორის, რონალდუსა და მესიზე საუბრისას, კრიშტიანუს ახლო მეგობარმა, ნუნო ლუზმა, რომელიც პორტუგალიელი ჟურნალისტია, განაცხადა, რომ „ლა პულგამ“ მსოფლიო ჩემპიონატი საშინლად ჩაატარა.