"ჩელსი" ბონუჩის არ ეშვება
ლონდონის „ჩელსი“ ლეონარდო ბონუჩის არ ეშვება. „არისტოკრატები“ მზად არიან მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ და „იუვენტუსში“ თავიანთი საყრდენი, ნემანია მატიჩიც გაუშვან.
როგორც დღეს Gazzetta Dello Sport-მა დაწერა, ბონუჩის წასვლას არც ტურინელები გამორიცხავენ და მის შესაძლო შემცვლელად „ლაციოს“ ჰოლანდიელ მცველ სტეფან დე ვრაის ან „პსჟ“-ს ბრაზილიელ უკანახაზელ მარკინიოსს მოიაზრებენ.
ბონუჩის "იუვესთან" კონტარქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.