11-16 აპრილს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები Billie Jean King Cup-ზე იასპარეზებს
Aa
Aa

11-16 აპრილს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები Billie Jean King Cup-ზე იასპარეზებს

11-დან 16 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები Billie Jean King Cup-ზე იასპარეზებს.

ტურნირი, ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებებში მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასია, რომელიც ანტალიაში გაიმართება და ჩვენი გუნდი ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გამოვა.

აღნიშნულ ჯგუფში, საქართველოს გარდა, კიდევ 10 ნაკრები გუნდი მიღებს მონაწილეობას, რომელიც ორ ქვეჯგუფად იქნება დაყოფილი.

A ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, თურქეთი, ესტონეთი, დანია.

B ჯგუფი: შვედეთი, ხორვატია, ავსტრია, ბულგარეთი, სლოვენია, საქართველო.

როგორც გითხარით, თამაშები 11-16 აპრილს გაიმართება. თერთმეტი ნაკრებიდან სამი გუნდი მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდები მეორე ლიგაში დაქვეითდებიან, დანარჩენი გუნდები კი კვლავ პირველ ლიგაში დარჩებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა, ნინი ნაცვლიშვილი და თამარ გაგოშიძე. კაპიტანი - მარგალიტა ჩახნაშვილი.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ეკო გორგოძე ვერ დაეხმარება.

ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში 8 აპრილს გაემგზავრებიან და გათამაშებაში 11 აპრილიდან ჩაერთვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა ახალი წონებით წარსდგება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა ახალი წონებით წარსდგება