Aa
Aa

"მილანი" როდრიგესს დღეს ან ხვალ გაიფორმებს

იტალიურმა "მილანმა" რიკარდო როდრიგესის ტრანსფერზე მოილაპარაკა და ეს გარიგება დღეს ან ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება. ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბი ტრანსფერისთვის 15 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც იტალიური პრესა წერს, როდრიგესი მილანში ხვალ ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

შვეიცარიელი განაპირა მცველი "როსონერისთან" 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ხოლო წლიურად ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

25 წლის როდრიგესს შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები