''აგრესორი ქვეყანა ევროლიგაში არ უნდა დავაბრუნოთ'' - ბარსას მწვრთნელი რუსეთზე
Aa
Aa

''აგრესორი ქვეყანა ევროლიგაში არ უნდა დავაბრუნოთ'' - ბარსას მწვრთნელი რუსეთზე

საკალათბურთო კლუბ ''ბარსელონას'' ლიეტუველმა მთავარმა მწვრთნელმა შარუნას იასიკევიჩიუსმა რუსეთის აგრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მისი ქვეყანა რუსეთისგან საფრთხეს მუდმივად გრძნობს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსულ კლუბებს ევროლიგაში შემდეგ სეზონშიც არ დაუშვებენ.

"რუსეთს, როგორც აგრესორ ქვეყანას ევროლიგაში დაბრუნების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, რუსულმა კლუბებმა ევროლიგაში შემდეგ სეზონშიც არ უნდა ითამაშონ.

ჩემი ქვეყანა ლიეტუვა რუსეთის მხრიდან საფრთხის წინაშე არაერთხელ დამდგარა. რუსეთთან მიმართებით ჩემი პოზიცია მკაფიოა. თუ რუსულ კლუბებს ევროლიგაში ვნახავ, ეს ჩემთვის მძიმე იქნება. ჩვენ საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ. გვემის, რაც უკრაინაში ხდება. ლიეტუველებს არ შეგვიძლია ამ ვითარებას მშვიდად ვუყუროთ''.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

უკრაინაში ინტერვენციის გამო ევროლიგის მიმდინარე სეზონიდან რუსული კლუბები მოკვეთეს (ცსკა, ზენიტი, უნიქსი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები