ტრანსფერის დეტალები ცნობილია - ნაპოლის შეთავაზება ხვიჩას და ბათუმს
Aa
Aa

ტრანსფერის დეტალები ცნობილია - ნაპოლის შეთავაზება ხვიჩას და ბათუმს

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ წამოსვლა და ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტის გაფორმება ბოლო დღეების მთავარი ქართული სპორტული მოვლენაა, თუმცა პარალელურად, იტალიურ პრესაშიც საკმაოდ დიდი ინტერესით წერენ.

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს რედაქციამ დაწერა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ზაფხულში კვარაცხელიას გაიფორმებს. ქართველი შემტევი ლორენცო ინსინიეს შეცვლის, რომელიც გუნდს ივნისში დატოვებს.

დღეს იტალიურმა Corriere dello Sport-მა და napolicalciomercato-მ ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვეს.

„ნაპოლისა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის იტალიაში შეხვედრა შედგა და დადებითი შედეგიც გამოიღო. ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც კვარაცხელია ნაპოლისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს, პლუს ბონუსები. გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმის დინამოსთანაც, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის სანაცვლოდ ისინი 10 მილიონ ევროს მიიღებენ“.

- წერს იტალიური გამოცემა.

ხვიჩასა და „ნაპოლის“ შესახებ, უკვე პრაქტიკულად ყველა გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა და როგორც ჩანს, ყველაფერი მართლაც რეალურია. ზაფხულამდე არც ისე ბევრი რჩება და მალე ყველაფერს ჩვენი თვალით ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქომაგების გაგიჟება შეუძლია
„ქომაგების გაგიჟება შეუძლია" - ნაპოლის ოფიციალური რადიოს დირექტორი ხვიჩაზე