ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | როგორია საქართველოს შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | როგორია საქართველოს შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით 98 ქულა დააგროვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩვენი ქვეყანა სულ 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 6-მა მათგანმა კი ტურნირი მედლით დაასრულა. 

1 აპრილიდან, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს წამომადგენელი ყველა წონით კატეგორიაში ეყოლება, შემადგენლობა კი დაკომპლექტდა ამგვარად:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ფრიდონ აბულაძე

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - რამაზ ზოიძე

72 კგ - შმაგი ბოლქვაძე

77 კგ - ბექა მამუკაშვილი

82 კგ - გელა ბოლქვაძე

87 კგ - რობერტ კობლიაშვილი

97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი

130 კგ - იაკობ ქაჯაია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გეგეშიძე

საბოლოო ჯამში, უნგრეთში 400-ზე მეტ მოჭიდავეს ელოდებიან, თუმცა ტურნირზე რუსი სპორტსმენები არ დაიშვებიან.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე 3 აპრილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21-წლამდე ნაკრები მაისსა და ივნისში მორიგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს
21-წლამდე ნაკრები მაისსა და ივნისში მორიგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს