რევიშვილი: ,,მამარდაშვილს სანერვიულო არ აქვს, მჯერა, ქართველი მეკარეების რეკორდს მოხსნის
Aa
Aa

რევიშვილი: ,,მამარდაშვილს სანერვიულო არ აქვს, მჯერა, ქართველი მეკარეების რეკორდს მოხსნის"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამართული ამხანაგური შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო (0-1).

ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს რამდენიმე დღეში, 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს სტუმრად, ტირანაში დაუპირისპირდება, სადაც საკუთარ შანსს ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მიიღებს.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. 28 მარტის გადაცემის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე და ამჟამად, საფეხბურთო აგენტი, ნუკრი რევიშვილი იყო, რომელმაც სხვადასხვა საინტერესო თემის გარდა, ვალენსიას ქართველი მეკარის შესახებ ისაუბრა.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ასეთი კარგი მეკარეები ჰყავს.  რომელმაც არ უნდა ითამაშოს, მჯერა, დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად გაართმევს.

საერთოდ, ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ 1 წუთიც რომ მოგეცეს, უნდა დაამტკიცო, რომ ამას იმსახურებ. ლორია ჩვენი ნაკრების კარს შესანიშნავად იცავს, გამოცდილია. მამარდაშვილიც კარგი მეკარეა, თუმცა ყოველ მატჩში მეკარეების ცვლა რთულია. ვიცი, რომ ალბანეთთან შანსს მამარდაშვილი მიიღებს, ამხანაგური შეხვედრები სწორედ ამისთვისაა. ეროვნული ნაკრების მთავარი მეკარე გიორგი ლორიაა, თუმცა მამარდაშვილს სანერვიულო ნამდვილად არ აქვს. მოთმინებით უნდა დაელოდოს თავის შანსს, წინ ბევრი წელი და უამრავი შეხვედრა ელის. იმედია, ეროვნული ნაკრების ფორმით როგორც ჩემს, ასევე გიორგი ლორიას და კიდევ ბევრი სხვა მეკარის რეკორდს მოხსნის.

სილესენს შემდეგ მაინტერესებდა როგორ დაბრუნდებოდა გიორგი მაშინ, როდესაც მეორე შანსს მიიღებდა. მინდოდა, მასში მტკიცე ხასიათი დამენახა. შინაგანი მღელვარება აუცილებელია, მაგრამ მთავარი ფსიქოლოგიური სიმყარეა, რაც გიორგის შემთხვევაში ჩანდა.

ერთხელ, რობერტო კარლოსმა მითხრა და სულ დამამახსოვრდება: როდესაც მოედანზე გასვლის წინ აღარ ინერვიულებ, კარიერა დაასრულეო.

ვეტერან ფეხბურთელს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნული ნაკრების წევრი კი 2005-2019 წლებში იყო, სადაც ჯამურად 32 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევაზ არველაძე: ,,ხვიჩას აქვს უნარი ისე აფეთქდეს, შედეგზე გავლენა იქონიოს
რევაზ არველაძე: ,,ხვიჩას აქვს უნარი ისე აფეთქდეს, შედეგზე გავლენა იქონიოს"