ცხადაძე: ,,კაშიას წასვლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დიდი თავსატეხი გაჩნდება
Aa
Aa

ცხადაძე: ,,კაშიას წასვლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დიდი თავსატეხი გაჩნდება"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამართული ამხანაგური შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო (0-1). 

ჯაბა კანაკავას გადაწყვეტილებისა და სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიამ გადაიბარა, ხოლო ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირია.

ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრად დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე იმყოფებოდა, რომელმაც გადაცემაში - ,,სპორტი იმედზე", სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ახალი კაპიტნისა და მისი როლის შესახებ:

გიორგი ლორია და გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებში საკვანძო ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი თავსატეხი შემდეგში მათ ჩანაცვლებას დაუკავშირდება. კაშიას შემდეგ დაცვაში პრობლემა რეალური იქნება.

მნიშვნელოვანია ის ლიდერული თვისებები, რაც მას აქვს. კაპიტნის სამკლავურისთვის იყო ძლიერი ფეხბურთელი, საკმარისი არაა. აქ სხვა თვისებებზეცაა საუბარი.

ფოტო:GFF

დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი 4-მატჩიან წაუგებელ სერიაზეც გააკეთა:

მნიშვნელობისა და ხარისხის მხრივ, ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება შვედეთთან იყო, ჯერ ერთი, ოფიციალური შეხვედრა იყო, მერე კიდევ იმიტომ, რომ ძლიერი ნაკრებია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა თამაშები პოზიციურად დაარეგულიროს და მეორე - ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ თამაში ყველა დონის გუნდთან შეიძლება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს სტუმრად, ტირანაში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათიდან შედგება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში, მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება, აღნიშნული ამხანაგური მატჩები სწორედ ერთა ლიგისთვის მზადების პროცესის ნაწილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ზოგიერთი ფორვარდისგან განსხვავებით, ზივზივაძეს შანსს არ აძლევდნენ, რაც გაუგებარია
,,ზოგიერთი ფორვარდისგან განსხვავებით, ზივზივაძეს შანსს არ აძლევდნენ, რაც გაუგებარია"