ევროპის ჩემპიონატი - სამი მოჭიდავით ნახევარფინალში
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - სამი მოჭიდავით ნახევარფინალში

ბუდაპეშტში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ იაკობიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე და ბექა ბუჯიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ.

57 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ბუჯიაშვილი რუმინელ რავზან მარიან კოვჩს დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვება ანგარიშით 10:0 იზეიმა. მომდევნო ეტაპზე ქართველი ფალავანი  აზერბაიჯანელ ალიაბბას რზაზადეს შეხვდება.

ნახევარფინალამდე 70 კილოში იაკობიშვილმა შვეიცარიელ მარკ დიეტჩესა და ბულგარელ რამაზან ელდაროვიჩ რამაზანოვს აჯობა. ნახევარფინალში კი მსოფლიო ჩემპიონი აზერბაიჯანელ ზირადინ ბაირამოვს შეერკინება.

ვლადიმერ გამყრელიძეს მეტოქე კი ასევე აზერბაიჯანელი აშრაფ აშიროვი იქნები. ნახევარფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ უნგრელ ცაბა ვიდასა და რუმინელ იაკუბ შიხჯამალოვს მოუგო.

უნგრულ ხალიჩაზე საქართველოს სახელით ასევე ბექა ლომთაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ იჭიდავეს. რომლებიც სამწუხაროდ მეოთხედფინალში დამარცხდნენ, მიუხედავად ამისა ისინი მედლისთვის ბრძოლას არ ეთიშებიან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი - ლებრონი ოქროს ჟოლოს დაჯილდოებაზე გამოარჩიეს
ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი - ლებრონი ოქროს ჟოლოს დაჯილდოებაზე გამოარჩიეს