მარცხი მძიმე ბრძოლაში - ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო 9 მოგებით დაასრულა
Aa
Aa

მარცხი მძიმე ბრძოლაში - ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო 9 მოგებით დაასრულა

ოსაკაში მიმდინარე 2022 წლის „ჰარუ ბაშოზე“, სუპერტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინი მიოგირიუსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ლევან გორგაძეს ორნიშნა კაჩი-კოშის გაფორმების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ტურნირი 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით დაასრულა.

დღევანდელი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინისა და მიოგირიუს ურთიერთშეხვედრების ბალანსი მიოგირიუს სასარგებლოდაა, ლევან გორგაძემ მას 13-ჯერ სძლია, თუმცა 17-ჯერ დამარცხდა.

ტოჩინოშინისთვის მიოგირიუ უხერხული მეტოქეა, წარსულში ქართველი მასთან ზედიზედ ცხრა შეხვედრაში დამარცხდა.

როგორც იცით, შემოდგომის ''ჰაცუ ბაშოზე'' გორგაძე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა იყო და ტურნირი 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა. ქართველი სეკიტორი ''ჰარუ ბაშოზეც'' იგივე წოდებით გამოვიდა, დასავლეთის მე-15 მაეგაშირა იყო, თუმცა 9 მოგებიდან გამომდინარე დაწინაურდება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რამდენად დიდი იქნება პროგრესი. შესაძლოა, ტოჩინოშინი მე-11 ან მე-12 მაეგაშირა გახდეს. ეს საკითხი იმ ფაქტორზეცაა დამოკიდებული თუ როგორი იქნება მისი კონკურენტების ბალანსი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოჰიოდან გადავარდნენ - ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე
დოჰიოდან გადავარდნენ - ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე