ჰარუ ბაშოს | მე-12 დღეს ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქესთან დამარცხდა
ოსაკაში 2022 წლის მეორე ბაშო მიმდინარეობს. ტურნირის მე-12 დღეს ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ტობიძარუს დაუპირისპირდა, რომელიც მე-9 მაეგაშირა გახლავთ. ქართველი სუმოისტი ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.
ლევანისთვის ტობიძარუ უხერხული მეტოქეა. ამ დრომდე სუმოისტები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ, ქართველი სპორტსმენი კი 3-ჯერ დამარცხდა.
მიმდინარე ბაშოზე, ლევანს დადებითი ბალანსი აქვს - 8 მოგება და 4 მარცხი - ქართველი სუმოტორი აღზევდება და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ბაშოს დადებითი ბალანსით დაასრულებს.
როგორც იცით, ჰაცუ ბაშოზე გორგაძე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა იყო და ტურნირი 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა. ქართველი სეკიტორი ჰარუ ბაშოზეც იგივე წოდებით გამოდის და დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა.
ჰარუ ბაშო 27 მარტს დასრულდება.