მაისაშვილი: ,,მეტოქე კარგი იყო, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით
Aa
Aa

მაისაშვილი: ,,მეტოქე კარგი იყო, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით"

ბორჯღალოსნებმა დინამო არენაზე, ესპანეთს უმასპინძლეს  და უდიდესი უპირატესობის ფონზე ანგარიშით - 49-15 დაამარცხეს. უამინდობას ჩვენი გუნდისთვის ხელი არ შეუშლია.

ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელი):

,,ესპანეთი კარგი გუნდია, მათ კარგი მატჩი შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბიჭებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს.

მსოფლიო თასი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, იქამდე დიდი დროა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტურნირს შესაბამისად მომზადებულები შევხვდეთ. ეს ნამდვილი დღესასწაული და სულ სხვა დონის შეჯიბრია”.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 18-8 მოიგო, 34 ქულიანი სხვაობის დაფიქსირების შემდეგ კი ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მეთოთხმეტედ ჩაიბარა, ამისთვის კი მხოლოდ გამარჯვება იყო საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: ,,სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 30 დინამოელია გამოძახებული, პროექტი მუშაობს
ცხადაძე: ,,სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 30 დინამოელია გამოძახებული, პროექტი მუშაობს"