გურამ გოგიჩაშვილი
Aa
Aa

ძმანაშვილის და გოგიჩაშვილის ლელო - ქართველები TOP 14-ში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურში დავით ნინიაშვილის გარდა ლელო კიდევ ორმა ქართველმა მორაგბემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ძმანაშვილმა დადო. პირველი მათგანი „რასინგს“ საკუთარ სტადიონზე „პერპირიანის“ (37:31) დამარცხებაში დაეხმარა, ხოლო მეორემ „კასტრი“ – „კლერმონის“ (28:23) მატჩში სტუმართა რიგებში აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი.

გოგიჩაშვილი „პერპირიანთან“ მატჩში „რასინგის“ რიგებში ცვლილებაზე 22-ე წუთზე გამოჩნდა და 57-ე წუთზე თავისი თანაგუნდელების მრავალფაზიანი შეტევა ლოგიკურად დაასრულა. 27 წლის ქართველი ლეგიონერისთვის ეს TOP 14-ის წლევანდელ გათამაშებაში პირველი ლელო გახლდათ, ხოლო მთლიანობაში საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2018 წლიდან გამოდის და 124 მატჩში მოწინააღმდეგე კლუბების ჩათვლის მოედანი 4-ჯერ აქვს აღებული.

გურამისგან განსხვავებით, ამ ტურში დადებული ლელო გიორგი ძმანაშვილისთვის მიმდინარე სეზონში პირველი არ ყოფილა - „კლერმონის“ 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა TOP 14-ში უკვე მეორედ გამოიჩინა თავი და ამჯერად „კასტრი“ დაამწუხრა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ შედეგიანი ასპარეზობის მიუხედავად ის წელს მოედანზე ხუთჯერ გამოჩნდა და ყველა შემთხვევაში ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში, ჯამში კი მინდორზე 96 წუთი გაატარა.

აქვე გეტყვით, რომ „კასტრი“ – „კლერმონის“ მატჩში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა - სტუმართა შორის ძირითადში იყო გიორგი ახალაძე, რომელსაც საუკეთესო სეზონი აქვს და წელს უკვე 4 ლელო აქვს დადებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილის ლელო ყოფილ კლუბთან - ლა როშელი ლიონთან დამარცხდა
ნინიაშვილის ლელო ყოფილ კლუბთან - ლა როშელი ლიონთან დამარცხდა