დანი კარვახალი, ალვარო არბელოა
Aa
Aa

არბელოასა და კარვახალის კონფლიქტი - კლუბში პრობლემას ვერ ხედავენ

„რეალის“ მთავარ მწვრთნელს ალვარო არბელოასა და დანი კარვახალს შორის დაძაბულობა წარმოიქმნა.

როგორც ჟურნალისტ ედუ აგირეს რეპორტაჟიდან (El Chiringuito TV) ირკვევა, ალვარო არბელოა და დანი კარვახალი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან.

მტკიცებითი ფორმით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მცველი თავს სათამაშოდ მზად მიიჩნევს, თუმცა „მისთვის არავის აუხსნია, რა ხდება“.

მან ლა ლიგის 23-ე ტურში, „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართული მთელი მატჩი (2:0) სათადარიგო სკამზე გაატარა. საფინალო სასტვენის შემდეგ კარვახალი მოედანზე ფიზმომზადების მწვრთნელის, ანტონიო პინტუსის ხელმძღვანელობით სავარჯიშოდ გავიდა. The Athletic წერდა, რომ დანი „გაღიზიანებული“ იყო.

ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების თქმით, ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ არ თამაშობს, თუმცა დასძინეს, რომ ის თავდაუზოგავ ვარჯიშს გააგრძელებს.

რაც შეეხება კლუბის პოზიციას - „რეალში“ კარვახალისა და არბელოას ურთიერთობაში პრობლემას ვერ ხედავენ.

გამოცემა COPE-ს ინფორმაციით, კლუბში კარვახალსა და არბელოას შორის კონფლიქტს ვერ ხედავენ, თუმცა ესმით ფეხბურთელის სურვილი, დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. მადრიდელთა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მცველისთვის აუცილებელია უფრო კონსერვატიული მიდგომა, რათა რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და ტრავმების რეციდივი თავიდან იქნას აცილებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები