ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს და  რაგბი ევროპის თასი მეთოთხმეტედ ჩაიბარეს
Aa
Aa

ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს და რაგბი ევროპის თასი მეთოთხმეტედ ჩაიბარეს

ბორჯღალოსნებმა დინამო არენაზე, ესპანეთს უმასპინძლეს  და უდიდესი უპირატესობის ფონზე ანგარიშით - 49-15 დაამარცხეს. უამინდობას ჩვენი გუნდისთვის ხელი არ შეუშლია.

ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 18-8 მოიგო, 34 ქულიანი სხვაობის დაფიქსირების შემდეგ კი ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მეთოთხმეტედ ჩაიბარა, ამისთვის კი მხოლოდ გამარჯვება იყო საჭირო.

უქარესტში, რუმინეთთან 26-23 მოგებული მატჩის შემდეგ ხაზი უცვლელი დარჩა,  შერკინებაში კი 4 ცვლილება იყო, საბოლოო ჯამში შეხვედრა საინტერესო გამოვიდა, თუმცა ადგილი მცირე ინციდენტსაც ჰქონდა.

საქართველო-ესპანეთის შეხვედრის  საუკეთესო მორაგბის წოდება ვასილ ლობჟანიძემ მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრო თოდუასთვის ეს მე-11 ჩემპიონობაა და ამ მაჩვენებლით დავით კაჭარავას გაუტოლდა, შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ხმალაძემ კი ჯილდო მეათედ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ვერ მოხვდა ჯოვინო სანიოლის სიაში? - საქმე არა სურვილში, არამედ, ფორმალობაშია
რატომ ვერ მოხვდა ჯოვინო სანიოლის სიაში? - საქმე არა სურვილში, არამედ, ფორმალობაშია