ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

„ქართულ ფეხბურთში მენტალური პრობლემებია", - საფეხბურთო აგენტი აქტუალურ საკითხზე

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

14 მარტის გადაცემის სტუმარი საფეხბურთო აგენტი, ირაკლი ლილუაშვილი იყო, რომელმაც რუსეთიდან ქართველი ლეგიონერები მას შემდეგ წამოიყვანა, როდესაც FIFA-მ დაძაბული პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის არჩევანი მისცა.

საფეხბურთო აგენტმა სხვადასხვა საინტერესო საკითხის, მათ შორის ფეხბურთელების მენტალური პრობლემების შესახებ ისაუბრა.  ლილუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ხელმძღვანელი 5 წლის განმავლობაში იყო და აღნიშნული თემა კარგად ნაცნობია.

ირაკლი ლილუაშვილი (საფეხბურთო აგენტი):

,,ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მენტალიტეტია. ამ კუთხით ქართულ ფეხბურთში სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს: მაგალითად, როდესაც ფეხბურთელი კარგ ინფრასტრუქტურას მიჩვეული არაა და შემდეგ ამას სხვა გუნდში გადასვლის შემდეგ ხედავს, დიდი წნეხის ქვეშ ექცევა, ამიტომ, მენეჯერის როლი უდიდესია - მაგალითებით გამოცდილება უნდა მისცე, მის გვერდით იყო და პრობლემების გადალახვაში დაეხმარო. ამას მარტო ვერ შეძლებს, რადგან ურთულესია.

ბევრ ფეხბურთელთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ვიცი არა მხოლოდ რას აკეთებენ მოედანზე, არამედ, როგორ ისვენებენ მოედნის გარეთ, რა პრობლემები აქვთ. ყველაზე კრიტიკული ასაკი 14-16 წელია ანუ გარდატეხის პერიოდი. ამ დროს თავში ათასი არეულობა შემოდის. ამ ასაკში ბევრი პრობლემაა და როგორც წესი, ამაზე ფეხბურთელები ხმამაღლა არ საუბრობენ. ასეთ დროს მთავარი სწორი მიდგომაა. როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვმუშაობდი, ფეხბურთელებთან ერთად ვცხოვრობდი, ბაზაზე ვრჩებოდი. ვხედავდი, რომ ზოგს რეჟიმის, ზოგსაც - ოჯახური პრობლემა ჰქონდა.

უდიდესი პრობლემაა მშობლების ასპექტიც. ამას სულ ვამბობ: მშობელი ფეხბურთელის კარიერაში მხოლოდ მცირე დოზით უნდა ჩაერთოს. მშობლები ფეხბურთელებს ბევრს სთხოვენ. ეს ყველაფერი გადამეტებულია. ზედმეტ წარმოდგენებს ქმნიან. როდესაც ფეხბურთელი მოლოდინებს არ ამართლებს, ქაოსია. მშობლები ფეხბურთელს იმხელა წნეხის ქვეშ ამყოფებენ, შექმნილ მდგომარეობას ვეღარ უძლებს და ცუდი შედეგი დგება".


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS-ი მამარდაშვილზე: ''ცუდი თამაში ლამის სულელურ გოლად დაუჯდა''
AS-ი მამარდაშვილზე: ''ცუდი თამაში ლამის სულელურ გოლად დაუჯდა''