ლუკა გაგნიძე, ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

,,რუსეთში უარი დიდ ანაზღაურებაზე თქვეს, მაგრამ პრიორიტეტი სხვა იყო", - აგენტი გადაწყვეტილებაზე

რამდენიმე დღის წინ, CrystalSport-ი გიყვებოდათ, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები: ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე რუსულ ურალს ტოვებდნენ და რომ მათი რუსული კლუბებიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო. მოგვიანებით ინფორმაცია დადასტურდა.

საქართველოს პირველ არხს ქართველი ლეგიონერების აგენტი ესაუბრა. ირაკლი ლილუაშვილის განმარტებით, ანაზღაურებაზე წინ სხვა პრიორიტეტები დადგა:

კომპანია „ბენე სპორტის“ წარმომადგენლებმა, ფეხბურთელებთან ერთად ვიფიქრეთ, რადგან FIFA-მ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტის შეჩერების უფლება 30 ივნისამდე მისცა, ამ პუნქტით გვესარგებლა – პლუს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მოწოდებაც და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც გავითვალისწინეთ. ფეხბურთელებმა უარი საკმაოდ დიდ ანაზღაურებაზე თქვეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი სხვა რაღაცები იყო. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა – ამ ვითარებაში წამოსვლა აჯობებდა.

ვიყურებით წინ, რომ წავიდეთ და ევროპაში ვითამაშოთ. დაკონკრეტებას მოვერიდები, მაგრამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, რა თქმა უნდა, ინტერესიც არის და მათი მომავალი მალე გაირკვევა. 30 ივნისს მოთამაშეები თავიანთ კლუბებს უნდა დაუბრუნდნენ. თუმცა, „ბენე სპორტი“ ვმუშაობთ იმაზე, რომ 30 ივნისის შემდეგაც კარიერა ევროპაში გააგრძელონ.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე, უკრაინაში ომი წამოიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ნებისმიერ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია. იმ შემთხევევაში კი თუ რომელიმე ფეხბურთელი 2022 წლის 30 ივნისამდე რაიმე მიზეზით კონტრაქტს სხვა გუნდთან ვერ გააფორმებს, ძველი გუნდს დაუბრუნდება.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები