"ბარსელონა" ახალ მწვრთნელს დღეს დაასახელებს
კარგა ხანია ანონსდება, რომ 29 მაისს "ბარსელონა" პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ჯერჯერობით მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საქმე ახალი მწვრთნელის წარდგენას ეხება.
ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ეს ახალი მწვრთნელი "ბილბაოს" ყოფილი დამრიგებელი ერნესტო ვალვერდეა, რომელმაც ბასკთა თავკაცის პოსტი შემდეგი სიტყვებით დატოვა:
"ჩემი შემდეგი ნაბიჯი, რთული გამოწვევა იქნება".
"ბარსას" მწვრთნელის პოსტზე სერიოზულად 2 კანდიდატურა - ხუან კარლოს უნსუე და ერნესტო ვალვერდე განიხილებოდა. უნსუე ვიგოს "სელტას" მწვრთნელად ოფიციალურად გამოცხადდა. მან ვიგოელებთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.