ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია! მეორე ოქროს მედალი ბულგარეთიდან
Aa
Aa

ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია! მეორე ოქროს მედალი ბულგარეთიდან

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ხუთმა წევრმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ.

67 კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ 1/4-ფინალი სომეხ საჰაკ ჰოვანესიანს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი იგნასიო სანფილიპო დაამარცხა.

ფინალურ სტადიაზე კი მისი მეტოქე თურქი კამალი იყო, რომელსაც 3:2 სძლია.

 

ქულის აღების შემდეგ, ჩოგბჯენიდან სწორად იმოქმედა და უპირატესობა 3:0-მდე გაზარდა. შემდეგ ჩოგბჯენში თავის დაცვა მოუხდა, რასაც თავი ძალიან კარგად გაართვა და საბოლოო ჯამში ქულიანი უპირატესობით, სრულიად დამსახურებულად იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი შოთაძემ ფინალში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი დაამარცხა, მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აუცილებლად მოუმატებს
„აუცილებლად მოუმატებს" - მიხაელ მუტცელი ჩაკვეტაძეს აქებს