ბრწყინვალე ასპარეზობა - ხუთივე მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - ხუთივე მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები ბრწყინვალედ ასპარეზობს.

ჩემპიონატის მეორე დღეს კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ხუთივე მოჭიდავე გავიდა. საქართველოს სახელით ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გამოდიან.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიმისტარაშვილმა თურქი მუკრემინ აკტასი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე მოლდოველ ვიტალი ერიომენკოს შეხვდება. დიეგო ჩხიკვაძემ კი სომეხ საჰაკ ჰოვანესიანს აჯობა და ნახევარფინალში იტალიელ იგნასიო სანფილიპოს დაუპირისპირდება.

72 კილოში ნახევარფინალამდე გიორგი ჩხიკვაძემ ორ მეტოქეს მოუგო. მერვედფინალში ქართველი ფალავანი ლიეტუველ ვილიუს სავიცკასზე ძლიერი გამოდგა, ხოლო მეოთხედფინალში გერმანელ იდირის იბაევზე. ასევე 82 კილოში ბექა გურულმა 2 მეტოქე დაამარცხა. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ებრაელ დავიდ ჟიტომირსკის აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში გერმანელ ერიკ ლოსერს.

97 კილოში გიორგი ქაცანაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგიელი მარკუს ვორენის გამარჯვებით დაძლია, ხოლო მეოთხედფინალში ლიეტუველ არნოლდას ბარანოვას აჯობა.

ევროპის ჩემპიონატი 18:45 წუთზე ნახევარფინალური ეტაპით განახლდება. 20 საათიდან კი დაიწყება მედლების გათამაშება იმ ხუთ წონით კატეგორიაში, რომლებშიც ფინალისტები 7 მარტს გამოვლინდნენ და ხალიჩაზე სამი ქართველი გავა.

გიორგი შოთაძე (63 კგ) და დავით სოლოღაშვილი (77 კგ) ფინალში იჭიდავებენ, ხოლო გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) - რეპეშაჟის ფინალში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების გარეშე გაიმართება. კონტინენტის პირველობას უკრაინის ნაკრებიც გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გმირობა დაუფასდა - ლოჩოშვილს საპატიო ჯილდო გადასცეს
გმირობა დაუფასდა - ლოჩოშვილს საპატიო ჯილდო გადასცეს