"რეალი" "მალაგას" 1 მილიონ ევროს გადაუხდის
ესპანეთის ჩემპიონ მადრიდის "რეალს" "მალაგასთვის" 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
საქმე ისკოს ტრანსფერს ეხება, რომელიც 2013 წელს განხორციელდა. მაშინ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი "რეალი" მომდევნო 5 სეზონში ლა ლიგას მოიგებდა, "მალაგა" 1 მილიონ ევროს მიიღებდა.
საინტერესოა, რომ "რეალმა" ჩემპიონობა ბოლო ტურში სწორედ "მალაგასთან" მატჩის შემდეგ გაიფორმა.