ჰოლანდისთვის ფული ექნებათ - ბარსა, ახალი სპონსორი და 650 მილიონი
„ბარსელონა“ კომპანია Spotify-ისთან მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაშია და TV3-ის ინფორმაციით, შეთანხმებასთან ახლოს არიან.
წყაროს ცნობით, მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და შეთანხმება ოფიციალურად მალე გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, Spotify „ბარსელონას“ მამაკაცთა და ქალთა გუნდის მთავარი სპონსორი გახდება. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები შვედურ კომპანიას „კამპ ნოუს“ სახელის უფლებას მაქსიმუმ 20 წლით მიჰყიდიან.
როდესაც „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია დასრულდება, Spotify „ბარსელონას“ ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს გადაუხდის. სავარაუდოდ არენას Camp Nou Spotify ეწოდება. იქამდე სანამ რეკონსტრუქცია არ დასრულდება, კომპანია კლუბს მხოლოდ 5 მილიონ ევროს გადაუხდის.
TV3 წერს, რომ საბოლოო შეთანხმების შედეგად, „ბარსელონამ“ ჯამში შესაძლოა 650 მილიონი ევრო მიიღოს.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა Spotify-ისთან მიღწეული შეთანხმების შედეგად მიღებული თანხის ნაწილის გამოყენებას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის გამოიყენებს. კატალონიური გამოცემები წერენ, რომ კლუბის პრეზიდენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ გარიგება შედგება.