გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: „უოტფორდის წარმატება ჩაკვეს შენარჩუნებაზეა დამოკიდებული“

ბრიტანული გამოცემა The 72 „უოტფორდის“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერს. სტატიის ავტორის, იუან უოლშის აზრით, „ონავრების“ წარმატება ახალ სეზონში იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ისინი გუნდში გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნებას.

 რას წერს გამოცემა:

„უოტფორდს“ ახალი თავკაცი ჰყავს - ტომ ქლევერლი პაულო პეცოლანომ ჩაანაცვლა. ბოლო სამი სეზონი გუნდმა სატურნირო ცხრილის შუაში დაასრულა და ახლა სატრანსფერო ფანჯარას გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. „უოტფორდმა“ უკვე დაიმატა 7 ფეხბურთელი, მათ შორის 4 - შეტევის ხაზში.

გასულ სეზონში გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა - 39 მატჩში მან 2 გოლი და 6 საგოლე პასი დააგროვა. მისთვის დამახასიათებელი სტაბილურობის გარეშე „ონავრებს“ პრობლემები ექმნებოდათ, ხოლო თუ ჩაკვეტაძე გასული წლის ფორმას ახალ სეზონშიც შეინარჩუნებს, „უოტფორდი“ დიდ გუნდებთან ბრძოლას შეძლებს.

„უოტფორდის“ ახალწვეულებთან ერთად ჩაკვეტაძე თავისი სტატისტიკის გაუმჯობესებას შეძლებს. გასულ სეზონში მას ძირითადად მარცხენა გარემარბად, ან შემტევ ნახევარმცველად უწევდა თამაში და, სტატისტიკურად, მისი პასების სიზუსტე ფენომენალური იყო (დაახლოებით 32 ზუსტი პასი მატჩში, 86%-იანი სიზუსტით). თუ ახალ სეზონში ჩაკვეტაძე გოლებისა და საგოლე პასების სტატისტიკას გააუმჯობესებს, „უოტფორდი“ აუცილებლად იბრძოლებს დიდი მიზნებისთვის.

ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს „ვალენსია“ იჩენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თუ „უოტფორდი“ ძალიან სარფიან შეთავაზებას არ მიიღებს, ქართველი ფეხბურთელი „ვიკარეიჯ როუდზე“ დარჩება“.

ცნობისთვის, რამდენინე დღის წინ ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ „უოტფორდში“ ბედნიერია და მომავალ სეზონშიც შეეცდება, „ონავრების“ გულშემატკივრები გაახაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოზე გასვლა რთული იქნება“ | ჩაკვეტაძემ უოტფორდზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
„მსოფლიოზე გასვლა რთული იქნება“ | ჩაკვეტაძემ უოტფორდზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა