აგუერო: "გულში ჩიპი ჩამიდგეს, ღამით შუქის სხივებს ვისვრი, რკინის კაცი ვარ"
სერხიო აგუერომ კარიერის იძულებით დასრულების შემდეგ, თავის მდგომარეობაზე ნელ-ნელა პრესასთან საუბარი დაიწყო.
„კუნი“ ამჟამად თავს კარგად გრძნობს და Marca-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას გულმკერდის არეში ჩიპი დაუყენეს.
„გულში ჩიპი ჩამიდეს. ღამით შუქის სხივებს ვისვრი. მე რკინის კაცი ვარ (Marvel-ის პერსონაჟი). თუ ჩემი გულისცემა აჩქარდა, მაშინ ჩიპი ამ ინფორმაციას ექიმს გადასცემს.
ხუთშაბათს მივედი საავადმყოფოში, საწოლზე დავწექი, ექიმმა ნემსი გამიკეთა. ცოტა ხანში დავინახე, რომ ამოაძვრინა დანა, რომელიც საპარსს ჰგავდა. შემდეგ მან მკითხა: "გტკივა?" მაჭერს და ამბობს: "ეს ძალიან კარგად არ ჭრის". მერე დანა გამოცვალა. ეს იმ მომენტს ჰგავდა, როცა შემწვარს მიირთმევ და ხორცის კარგად დასაჭრელად დაკბილული დანა გჭირდება.
არ მტკიოდა. შემდეგ ექიმმა ჩიპის ჩასმა დაიწყო. თუ რამეს ვგრძნობ, მაშინ ვწერ ჩემს სიმპტომებს და ექიმი მეუბნება, თუ რა უნდა გავაკეთო“,
- თქვა აგუერომ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აგუერო კარიერას დაასრულებდა და ამას სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე იტყოდა. საბოლოოდ, ყველაფერი ასეც მოხდა.
ჯამში აგუერომ საკლუბო დონეზე 685 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 386 გოლი გაიტანა. 386 გოლიდან ყველაზე მეტი სერხიომ(260) „მანჩესტერ სიტის“ რიგებში გაიტანა. ყველას კარგად გემახსოვრებათ არგენტინელი თავდამსხმელის გოლი „ქუინს პარკის“ კარში 2012 წელს. მისი გოლით „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.